ფესტივალი 'შემოდგომის თბილისი' ახლოვდება


1 იანვარი, ხუთშაბათი


რიგით 33-ე საერთაშოორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" სტარტს 14 სექტემბერს აიღებს და 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება!


საფესტივალო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კონცერტები, რომელზე დასასწრები ბილეთებიც გაყიდვაშია, როგორც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სალაროში, ასევე ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge

ფესტივალს წარმოადგენს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მასპინძელი კომპანიები: სასტუმრო "სითი ავენიუ" და რესტორანი "მუხამბაზი"
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა"

მუსიკალური ცენტრის სეზონის მხარდამჭერია "თეგეტა"






უკან დაბრუნება